​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილესთან

ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, 18 ივნისს ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილესთან ნატალია გნიდიუკთან.

შეხვედრისას გიგი გიგიაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების აქტიური დინამიკა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.