​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის გაერთიანებულ სხდომაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე; ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე. დავით დონდუამ  დეპუტატებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე.

სხდომას საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის  დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი უძღვებოდნენ. თედო ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრის პირველ მოადგილეს საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობისთვის. დავით დონდუამ სამინისტროს სახელით პარლამენტთან  თანამშრომლობის გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოსმენებში უკვე მიიღეს მონაწილეობა მინისტრის მოადგილეებმა - ხათუნა თოთლაძემ, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ. დაგეგმილია კომიტეტის სხდომაზე გიგი გიგიაძის გამოსვლა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა