​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ირანელ ხალხს მიუსამძიმრა

11 იანვარი 2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ეწვია, სადაც ჩანაწერი დატოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში. 

დავით ზალკალიანმა ირანელ ხალხსა და მთავრობას ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალება მიუსამძიმრა და საქართველოში ირანის ელჩთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ რაფსანჯანის განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მაღალი დონის დელეგაციის სტუმრობისთვის.