​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 6 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. მანისას გოლმარმარას რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 2 ადამიანი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ავარიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას. 

თბილისი, 2015 წლის 6 ივლისი