​საგარეო საქმეთა სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია

2015 წლის 8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირგიზეთში ეუთო-ს ცენტრის პროექტის ფარგლებში ყირგიზეთის სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს და ექსპერტებს უმასპინძლა. დელეგაცია  საქართველოს სამი დღით ეწვია იმისათვის, რომ ახლოს გაეცნოს საქართველოს სახელმწიფო უწყებების პრეს-სამსახურების სამუშაო პროცესს და გაიზიაროს გამოცდილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრესისა და პიარ-დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს და გაუზიარეს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო როგორც შიდა უწყებრივი კომუნიკაციის საკითხებს, ასევე საერთაშორისო მასმედიასთან ურთიერთობებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები ასევე გაიმართა  პრემიერ-მინისტრის აპარატში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროებში, სადაც ყირგიზეთის პრეს-სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ ბოლო დროს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით.