​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია არგენტინის კილმესის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორს მარიო ლოსანოს შეხვდა

21 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ არგენტინის კილმესის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მარიო ლოსანო და მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში,  მარსელო ტობინი მიიღო. 

შეხვედრაზე აღინიშნა არგენტინასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დადებითი დინამიკა, ხაზი გაესვა არგენტინასთან სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ზოგადად ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისათვის შესაბამისი ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების აუცილებლობას და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა აქტიურ  თანამშრომლობის ხელშეწყობას 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.