​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას ბერლინში ტერორისტული აქტთან დაკავშირებით მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს 19 დეკემბერს ბერლინში, ხსოვნის ეკლესიასთან განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმასთან დაკავშირებით  სამძიმრის წერილი გაუგზავნა  და ღრმა მწუხარება გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

„საქართველო უმკაცრესად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ამ უაღრესად გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში მსურს გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების საქმეში, ძვირფასო კოლეგავ, თქვენთვის და თქვენი თანამოქალაქეებისთვის ამ მძიმე წუთებში ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულებს, ხოლო ჩვენი ფიქრები ეკუთვნით მათ ოჯახებს და ახლობლებს“ - ნათქვამია გერმანელი კოლეგისადმი გაგზავნილ  სამძიმრის წერილში.