​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს

2015 წლის 7 მაისს საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით წარსდგა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. საგარეო ურთიერთობათა, დიაპოსრასთან ურთიერთობის, ევროინტეგრაციის კომიტეტებისა და  ტერიტორიული მთლიანობის ადგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევებმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპულ-და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და დიაპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრს მოუსმინეს.

 

საკუთარ გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებზე. მინისტრის განცხადებით უწყების პრიორიტეტია აქტიური და დინამიური დიპლომატიის წარმართვა, რათა ყველა საერთაშორისო ფორმატი და ტრიბუნა გამოყნებული იქნას საქართველოს ინტერესების დასაცავად და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიისა და რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის წარმოსაჩენად. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების მიმართულებით.


მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, მისი განცხადებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღეს თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით მაღალი დონის თანამშრომლობა და პარტბიორობაა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით, „ასოცირების შეთანხმების ამოქმედება ემსახურება ქვეყნის მოდერნიზაციას, მის რეფორმირებას და განვითარებას, რაც არ ხორციელდება არც ბრიუსელისთვის ან ევროპის რომელიმე დედაქალქისთვის, არამედ უპირველეს ყოვილსა ეს ემსახურება სწორედ საქართველოს განვითარებას"-აღნიშნა მინისტრმა. თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, რომელიც მისი შეფასებით საკმაოდ წარმატებით წარიმართა და ამას ადასტურებენ თავად ევროკავშირშიც. „რიგის სამიტზე ველით საქართველოს წარმატებისა და გატარებული რეფორმების აღიარებას და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა. რიგამ უნდა დაგვანახოს, რომ ევროკავშირი ერთგულია იმ პოლიტიკის, რაც მან შეიმუსავა აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, მიუხედავად იმ ფონისა, რა ვითარებაშიც ტარდება რიგის სამიტი"-განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა დეპუტატებს ასევე გაუზიარა უწყების სტრატეგია ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხეო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხის გააქტიურების მიზნით დიპლომატიის საქმიანოაბს. მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.



პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი