​ქართველი მღვდელი ილია კარტოზია ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის აღიარების სიგელით დაჯილდოვდა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მამა ილია კარტოზია, ზღვაზე გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის, დაჯილდოვდა აღიარების სიგელით (Certificate of Commendation). სიგელის გადაცემის ცერემონია შედგება 2015 წლის 9 ნოემბერს, ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, საბჭოს 28-ე რიგგარეშე სესიის გახსნის დღეს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს 114-ე სხდომის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ სხდომას წარუდგინა საგანგებო კომისიის გადაწყვეტილება, ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის 2015 წლის ჯილდოების მინიჭების (IMO Award for Exceptional Bravery at Sea 2015) გადაწყვეტილების შესახებ.
აღნიშნულ ჯილდოზე საქართველოს მიერ წარდგენილი იქნა ქართველი მღვდელი ილია კარტოზია, რომელიც დაიღუპა იტალიურ ბორანზე Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს.