​„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას“, - მიხეილ ჯანელიძე


30.10.2017 ქ. თბილისი - „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის, მათ შორის მისი  ფართო გაგებით  - ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად  ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით“ -  განცხადა ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ოფიციალური გახსნასთან დაკავშრებით, რომლის საზეიმო  ცერემონიაც დღეს აზერბაიჯანში გაიმართება.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ეს  არის დიდი წარმატება, რადგან პროექტი ორიენტირებულია რეგიონის ქვეყნების  განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში დღეს გაიმართება. ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.