​„მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან" - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

16.12.2018 თელავი -  „მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან და რაც მთავარია ქართველ ხალხთან ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტიკცების მიზნით“, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა და სალომე ზურაბიშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

არმენ სარქისიანმა ხაზია გაუსვა ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს და მათი კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას:

„საქართველოსა და სომხეთს შორის,  ქართველებსა და სომხებს ხალხებს შორის ათასწლეულებია მეგობრული და ძმური ურთიერთობები აკავშირებთ.  ათასწლეულებია ეს არის სამაგალითო ურთიერთობა ორ მეზობელ ერს შორის, როემლსაც არასოდეს ქონია სერიოზული პრობლემა ერთმანეთთან. ჩვენ ნამდვილად დაძმობილებული ერები ვართ და ამიტომაც ბუნებრივია, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დღეს აქ იმყოფება. მოუთმენლად ველი თანმშრომლობას საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან და რაც მთავარია ქართველ ხალხთან ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტიკცების მიზნით“, განაცხადა არმენ სარქისიანმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა  მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა მიიღო.