Government’s efforts regarding the Otkhozoria-Tatunashvili List have already yielded results – David Zalkaliani

ების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები.
 
მინისტრის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პირველად მოხვდა ეუთოს დოკუმენტებში, სადაც ხაზგასმულია  სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების მიუღებლობა და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს მასზე.  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ყურადღება არის გამახვილებული ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში და ამ ანგარიშთან დაკავშირებით ევროკავშირის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება.