​"უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა" - მიხეილ ჯანელიძე

19.10.2017 ქ.ბრიუსელი - საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო  ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და მთავარი პარტნიორია რეგიონში, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიაც. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო  მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან  ტერორიზმის, რედიკალიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების, ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ყურადღბა გაამახვილა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე, რითიც ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სტაბილურობაში. მინისტრმა ასევე ისუაბრა  ევროკავშირსა  და საქართველოს შორის  დაწყებულ სტრატეგიულ დიალოგზე უსაფრთხოების საკითხებში, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს იმსჯელონ  საერთო გამოწვევებზე.  

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის ქმედებებზე. მისი განცახდებით რუსეთი  ინტენსიურად ახორციელებს თავისი სამხედრო ძალების გაძლიერებას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც დიდ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად რეგიონს. 

​" რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულებას და ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას,  რაც გადამწყვეტია მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის."-განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის დესტუქციულმა ნაბჯებმა გააუარესა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა. მან ისაუბრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა წევრ ქვეყნებს მისიაში დამკვირვებლების სახით მონაწილეობისათვის. 
მისი თქმით  საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.  " ჩვენი მიზანია, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული დღის წესრიგიდან მიღებული სარგებელი. ნათელია, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ევროკავშირის, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მედიატორის თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რათა რუსეთმა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ მისი პოლიტიკა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მიუღებელია"- განაცხადა მინისტრმა. 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.