​აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა

05.03.2019 ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე მამუკა წერეთელი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ აშშ-საქართველოს პარტნიორობის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკური მიმართულებების შესახებ საჯარო დისკუსიაზე სიტყვით წარსდგნენ.

დამსწრე პროფესიული აუდიტორიის კითხვების შესაბამისად კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს მნიშვნელობა გეო-პოლიტიკურ ჭრილში და საერთაშორისო მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს ადგილმდებარეობის მიმზიდველობა. დისკუსია ასევე შეეხო საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს უაღრესად მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან და ევროატლანტიკურ ორიენტირზე აღებულ სახელმწიფოებრივ გეზს.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '20569')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.