​ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საოპერო სპექტაკლი გაიმართა

12.03.2019 ავსტრია- ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართველი საოპერო რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული ჯან კარლო მენოტის საოპერო სპექტაკლი „ტელეფონი”.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები : სოპრანო - რუსუდან ბარბაქაძე , პიანისტი- გიორგი კაჩინსკი, მსახიობი - მიხეილ მენაბდე და ბარიტონი - დიმიტრი შაფაქიძე.

ღონისძიებაზე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით დონდუამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ელჩმა ისაუბრა უნიკალურ ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე.

სპექტაკლს  ესწრებოდა ავსტრიის აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და აკადემიური წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.