​დავით დონდუა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელსნილს სკოტს შეხვდა


28.09.2017 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ამ კონტექსტში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვის და გალის რაიონში ეთნიკური ქართველების შევიწროების საკითხებზე.

დავით დონდუამ მადლიერება გამოხატა გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მის როლს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.