​დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში

25.09.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“.
 
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული ფორუმი საქართველოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, USAID-ისა და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.​