​დავით ზალკალიანმა ახალი მასშტაბური პროექტი - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ წარადგინა

22.10.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო  ახალი მასშტაბური პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, პრეზენტაციაში. პროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამ პროცესებისგან მიღებული სიკეთეების შესახებ.

ღონისძიების მონაწილე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის განხორცილება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, რომლის მიზანსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს: „დღეს, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთი ინიციატივა და რეფორმა განახორციელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მიღწეული წარმატებების ფონზე, მზარდია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უნდობლობის განცდის დამკვიდრებაა. ჩვენ პროპაგანდას არა კონტრპროპაგანდით, არამედ ქვეყნის წარმატებული რეფორმებით, ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის დემონსტრირებით ვპასუხობთ,“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობას: „თუ  3-5 წლის წინანდელ საქართველოს გავიხსენებთ, აშკარაა, რომ ქვეყანამ გრძელი გზა განვლო. ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რითაც ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას  ევროკავშირსა და ნატო-ში  საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სვლას ამ გზაზე. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელიც მოაქვს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, საქართველოს უზარმაზარი მხარდაჭერა NATO-ს სამშვიდობო ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე მტკიცე თანამშრომლობის სამშვიდობო მისიაში, ხაზგასასმელია საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრესი, რომელიც დღითიდღე უფრო თავსებადი ხდება NATO-ს სტანდარტებთან. უწყვეტმა ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა და სამშვიდობო ოპერაციებში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ საქართველო გარდაქმნა უფრო სტაბილურ, უსაფრთხო და დაცულ ქვეყანად. ეს მნიშვნელოვანი პროექტი კი დაეხმარება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს მთავრობას უკეთ აუხსნას საქართველოს მოსახლეობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური სარგებლის არსი,“ - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.
 
პროექტს, რომლისთვისაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ნახევარი მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერა იქნა გამოყოფილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ განახორციელებს. 18 თვიანი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

    
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19655')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.