ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროგრამაზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“. პროგრამის მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებას და იმიჯის პოპულარიზაციაში.

დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება 2017 წლის ივნისში გაიმართება. მისი მიზანია ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

  • მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
  • საქართველოს უცხოელი მეგობარი

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 21 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ გადმოტვირთოთ ნომინაციის ფორმა.

გთხოვთ შევსებული ნომინაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: diaspora-awards@icmpd.org

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.