​დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევიან

​24.05.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს "დიპლომატიური ტური" გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვევიან.
 
დიპლომატიურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ელჩები.
 
ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან კახეთის რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს, მოინახულებენ „მეღვინეობა ხარება“-ს და დააგემოვნებენ ქართულ ღვინოს.
 
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება სპეციალურ პრეზენტაციები, რეგიონის შესახებ კახეთის განვითარების სააგენტო მიერ, თემაზე: „კახეთის რეგიონის კულტურა და ტრადიციები“ და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, თემაზე: „საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.
 
დიპლომატიური ტური 2017-ის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.​