​ესტონეთში საქართველოს საელჩომ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების ჯგუფს უმასპინძლა


28.09.2017 ქ. ტალინი - ესტონეთში გამართული ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერების შეჯიბრში მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს ესტონეთში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.   ქართული ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს ელჩი ესტონეთში, თეა ახვლედიანი შეხვდა. საქართველოს ელჩმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის მეცნიერების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების შესახებ.
 
22-26 სექტემბერს ტალინში გაიმართულ ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერების 29-ე შეჯიბრში EUCYS 2017, თბილისის, ქუთაისისა და თელავის საშუალო სკოლებიდან7-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.  შეჯიბრში, რომელშიც 39 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ქართველმა ახალგაზრდებმა ინოვაციური პროექტები ფიზიკის, ბიოლოგიისა და ინჟინერიის დარგში წარმოადგინეს.
 
შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთში, თეა ახვლედიანმა.