​ჯანელიძე - "აშშ-სთან როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებას დიდი ყურადღება ეთმობა“

20.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებთან შეხვედრისას  უაღრესად პოზიტიურად შეაფასა აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მიმდინარე წლის დინამიკა. მისი განცხადებით საქართველოს ამოცანაა აშშ-ის მხრიდან საქართველოს განვითარების, დემოკრატიის კონსოლიდაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენი მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო“ - განაცხადა ჯანელიძემ. 

მისი თქმით მიმდინარე წელს მხარეების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა უპრეცედენტოდ მოკლე დროში მაღალი აქტივობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, განხორციელდა პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და პარლამენტარების რეგულარული ვიზიტები და შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის 4 ვიზიტი; აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის  მკაფიო გამოხატულება იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში; საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემის გადაწყვეტილება; საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება; საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების ჩართვა. 

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ მიღებულ პირველ საკანონმდებლო აქტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომელიც სანქციებს უწესებს დამრღვევ ქვეყნებს და ხელს უწყობს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას. მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის აქტიური ჩართულობა და მისი საჯარო განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში სამომავლო პრიორიტეტულ ქმედებებად მინისტრმა დაასახელა,  აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობების განმტკიცება; GDRP-ის მემორანდუმის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია; ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას, მათ შორის, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების გზით, მუშაობა გაგრძელდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებით და ასევე ამერიკის მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოთი დაინტერესების მიმართულებით; გააქტიურდება თანამშრომლობა აშშ-ის აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებსა და მედიასთან.

ამ კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს საელჩოს ინიციატივას მიმდინარე წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში კონფერენციის გამართვის თაობაზე, სადაც მოხდა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილი პერიოდის შეჯამება და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა. 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17823')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.