ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზინდეტსა და სასამართლოს მდივანს შეხვდა

15.10.208 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზინდეტთან, რობერტ ფრემრს და სასამართლოს მდივანთან, რობერტ ლიუისთან.
 
შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავიდანვე იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მტკიცე მხარდამჭერი და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს რომის სტატუტით გათვალისწინებული მიზნებისა და ფასეულობების ხელშეწყობას.  მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულფასოვანი და მჭიდრო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. სწორედ მჭიდრო და შეუფერხებელ თანამშრომლობას ემსახურება შესაბამისი შეთანხმებების დადება, როგორც სასამართლოსთან, ისე პროკურორის ოფისთან.
 
თავის მხრივ, სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეულად მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ძალიან დასაფასებელია.  დადებული შეთანხმებები და მათზე დაყრდნობით, მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა არის დასტური იმისა, რომ საქართველო ზოგადი, პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა დგამს კონკრეტულ და ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს  სასამართლოს გასაძლიერებლად. სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა არის სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვისაც.

სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი საქართველოს ეწვივნენ მაღალი დონის რეგიონული სემინარის ფარგლებში.