​ხათუნა თოთლაზე მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრს შეხვდა

12.03.2019 ნიუ იორკი - ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრთან ჯონ სილკთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მარშალის კუნძულებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის ფორმატები. ჯონ სილკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მარშალის კუნძულების პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, ასევე ოკეანეებისა და ზღვების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებაზე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება მარშალის კუნძულების მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

2019 წლის 11-15 მარტს, საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიის ფარგლებში.