​ლაშა დარსალია შვეიცარიის კონფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

25.10.2018 თბილისი - საგარეო საქმეთმინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ალვარო ბორჯისთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის შუამავლობასთან დაკავშირებული საკითხები.
 
ლაშა დარსალიამ შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. მან აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. მან ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების დაცვით, მუშაობის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობაზე.
 
საუბარი ასევე შეეხო ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის გააქტიურებულ ძალისხმევას. ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს ნდობის აღდგენის პროცესების ხელშეწყობისთვის.

 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19713')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.