​ლათინური ამერიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანს 26 მაისს ულოცავენ

26.05.2019 - ლათინური ამერიკის რესპუბლიკების - პერუს, კუბისა, გაიანას და ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
ქართველი კოლეგის დავით ზალკალიანისთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა განზომილებებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების სურვილს გამოხატავენ და ქართველ ხალხს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებენ.