​მადრიდში დავით ზალკალიანის ვიზიტს ესპანური მედია გამოეხმაურა

25-29 იანვარს, საქართველოს საგარეო უწყების დავით ზალკალიანის ესპანეთის სამეფოში პირველ ვიზიტს ესპანური მედია ფართოდ გამოეხმაურა. ვიზიტი, მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და შედეგები წამყვანმა ესპანურმა ბეჭდურმა მედიამ გააშუქა.

საყურადღებოა, რომ პუბლიკაციებში ერთხმად აღინიშნა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხაზი გაესვა ასევე საქართველოს დიდ პროგრესს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე და დაფიქსირდა ესპანური მხარის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართ. – „მადრიდი - ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი საკითხებია და ესპანეთი მხარს უჭერს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პერსპექტივას, განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.“ - წერს ერთ-ერთი ესპანური გამოცემა Ultimocable.

ადგილობრივმა მედიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანურ მხარეს საქართველო პრობლემების არ მქონე და უსაფრთხო ქვეყანად მიჩნევს.

            პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე: 

https://www.eldiario.es/politica/Espana-Georgia-problemas-politicos-concede_0_861964571.html;

https://www.lavanguardia.com/politica/20190128/4660287259/espana-ve-a-georgia-como-un-pais-sin-problemas-politicos-y-no-concede-asilos.html;

http://www.ifema.es/Institucional_01/noticias/NoticiasdeFerias/ferial/INS_123244;

http://www.interior.gob.es/prensa/noticias/-/asset_publisher/GHU8Ap6ztgsg/content/id/9859370;

https://www.cope.es/actualidad/internacional/noticias/espana-georgia-como-pais-sin-problemas-politicos-concede-asilos-20190128_341184;

https://www.elconfidencial.com/ultima-hora-en-vivo/2019-01-28/espana-ve-a-georgia-como-un-pais-sin-problemas-politicos-y-no-concede-asilos_1911842/;

https://www.diariovasco.com/agencias/201901/28/espania-georgia-como-pais-1339563.html;
https://ultimocable.com/espana-apoya-a-georgia-en-su-ingreso-a-la-otan/
;

https://mundo.sputniknews.com/politica/201901281085069737-que-paises-de-eu-apoyan-intgeracion-de-georgia-a-otan/;