​მიხეილ ჯანელიძე NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ მონაწილოება მიიღო  NDI-სა და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივ ღონისძიებაში. სესიის მთავარი თემა გახლდათ „ევროატლანტიკური საზოგადოება - ღირებულებები და ინტერესები“. საკითხის გარშემო მსჯელობდნენ NDI-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

დახურულ განხილვას NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი, ინსტიტუტის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, NDI-ის დირექტორთა საბჭოს სხვა წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Untitled_Panorama1-tt.jpgNE5A3235-tt.jpgNE5A3263-tt.jpgNE5A3254-tt.jpgNE5A3343-tt.jpgNE5A3274-tt.jpgNE5A3324-tt.jpgNE5A3276-tt.jpgNE5A3339-tt.jpg