​მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები

გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, რომლის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრები 2-10 ოქტომბრის პერიოდში უკვე ჩატარდა 14 საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს რეგიონებში, რომლებსაც ჯამში 1230 ადამიანი დაესწრო.

შეხვედრები გაიმართა: კახეთის რეგიონში (სიღნაღი, სოფელი იორმუღანლო) სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ბაკურიანი) შიდა ქართლში (სოფლები გომი, ბერძენაული, ტყვიავი) მცხეთა-მთიანეთში (ნატახტარი, ფასანაური, სტეფანწმინდა, სიონი) თბილისში - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ყურადღება გაამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 50-მდე შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.


[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19618')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.