​მინისტრის მოადგილე კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსა და კანადის საპარლამენტო ცენტრის პრეზიდენტს შეხვდა

03.05.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს და კანადის საპარლამენტო ცენტრის პრეზიდენტს ჟან-პოლ რუშკოვსკის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს და თანმშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას, მათ შორის, კანადის საპარლამენტო ცენტრსა და საქართველოს პარალამენტს შორის თანმშრომლობის ჩამოყალიბებას.
 მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.