​საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად

25.10.2018 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საერთაშორისო კრიზისების - ICG ჯგუფის პრეზიდენტს, რობერტ მოლის შეხვდა.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა და რუსეთის უკანონო ქმედებები, რაც მიმართულია მთელს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ.
 
მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის გააქტიურებულ ძალისხმევას ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად.
 
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კრიზისების ჯგუფს აქტიური მუშაობისათვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ თემებზე და გამოხატა მზაობა შემდგომი თანამშრომლობისთვის.