​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა

27.09.2017 ქ. თბილისი -  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას, და ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ პროვოკაციულ ნაბიჯებს. განხილულ იქნა ის ჰუმანიტარულ შედეგები, რაც მოჰყვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ასევე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვაზე. ყურადღება გამახვილდა ასევე გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების იძულებით დარიგების პრაქტიკაზე.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობას, რისი უზრუნველყოფაც უნდა მოხდეს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მეშვეობით. განსაკუთრებულად აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი - ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით - გაიმართება 2017 წლის 10-11 ოქტომბერს.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17272')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.