​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა.

ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

ამგვარი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება​ იყო დროული, ადექვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა. 

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად.