​საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია, დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს - ოგტაი ასადოვი

16.12.2018 თელავი - “საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. დღეს აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ზეიმობს. გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და სიკეთეს ვუსურვებ.”- განაცხადა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერმა ოგტაი ასადოვმა, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უნაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

ოგტაი ასადოვი საქართველოს დღეს ეწვია და მონაწილეობა მიიღო საქართველოს მე-5 პრეზიდენტის უნაუგურაციის ცერემონიის ფარგელბში თელავში ჩატარებულ ღონისძიებეში.

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის  მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ.