​საქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება - ტეოდორ მელესკანუ

26.05.2019 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მატეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს  მისალოცი წერილი გამოუგზავნა, სადაც  ის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ტეოდორ მელესკანუს თქმით, „თანმიმდევრული რეფორმებით, ასევე ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების გამტკიცებისკენ სწრაფვით, საქართველომ რეგიონში წამყვანი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია განიმტკიცა“.

წერილში გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველო მომავალშიც რუმინეთის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად დარჩება.