​საქართველოს ელჩი ლიტვაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა

05.10.2017 ქ. ვილნიუსი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში  ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა ლიტვის სხვადასხვა უნივერსიტეტების ქართველ  და ასევე ქართული ენის შემსწავლელი კურსის უცხოელ სტუდენტებთან.  

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ელჩმა ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და   მათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიტვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ხათუნა სალუქვაძემ სტუდენტებს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და  ხაზი გაუსვა სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ლიტვაში საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში. ელჩმა  სტუდენტებს ასევე  მიაწოდა ინფორმაცია საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის, გამართული ღონისძიებების, საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის და საკონსულო სერვისების შესახებ.

სასწავლო წლის დაწყება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ასევე მიულოცეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მეილუტე რამონიენემ და ამავე ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რომა კრაუჩიუნიენემ.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სასწავლო კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში 2014 წლის 21  ოქტომბერს გაიხსა. კურსებზე ქართული ენის შესწავლის მსურველი ლიტველი სტუდენტებიე უფლებიან ქართულ ენას და ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას. ლექციებს ყოველ წელს ათეულობით სტუდენტი ესწრება და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.