​საქართველოს ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


23.05.2017 ვარშავა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისთან.

შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა პოლონეთში ექვსწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის, საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად მინისტრს, ასევე, პოლონეთის საგარეო უწყებასა და ხელისუფლებას გაწეული მხარდაჭერისთვის.