​საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, მაჟლისის თავმჯდომარეს შეხვდა

22.05.2017 ქ. ასტანა მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, მაჟლისის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში და 2017 წლის 13-14 ივნისს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე, ასევე, დაიგეგმა ორი ქვეყნის პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს  შორის კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.
 
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ტურისტული  და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით პოზიტიური დინამიკა. 2016 წელს სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 43 მლნ ა.შ.შ.დოლარი შეადგინა, ხოლო იმავე წელს დაახლოებით 45 ათასი ყაზახი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხალხთაშორისი უერთიერთობების და ტურიზმის კუთხით პოზიტიურ განვითარებას ხელს საგრძნობლად შეუწყობს ყაზახური ავიაკომპანია ,,AIR ASTANA’’-ს მიერ ივნისიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობას ზრდა თბილისის მიმართულებით. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ოპერირებას დაიწყებს ქართული ავიაკომპანია ბათუმიდან ასტანას მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას.