​საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში შეხვედრა გამართა სამეფოს სენატის პრეზიდენტთან

16.12.2018 იორდანია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იორდანიის სენატის პრეზიდენტთან ფეისალ ალ-ფაეზთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიას შორის საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში მიმდინარე წლის თებერვალში შედგა.