​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰანს ზაიდელის ფონდის სტიპენდიატებს უმასპინძლა

04.10.2017 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჰანს ზაიდელის ფონდის სტიპენდიატებთან, რომლებიც გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში. ზაიდელის ფონდი გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფონდია, რომელიც 1967 წელს დაარსდა მიუნხენში და ბავარიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ჰანს ზაიდელის სახელს ატარებს.  
 
სტიპენდიატების 28-კაციან ჯგუფთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის, ევროინტეგრაციის, პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა. მათ, გერმანელი სტუმრების ინტერსებიდან გამომდინარე,  ზოგადად მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე პრიორიტეტები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რის შემდეგაც პასუხი გასცეს აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებს.