​საქართველოსა და ბულგარეთს შორის პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს დადებითი შეფასება მიეცა

18.01.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგრეო უწყებაში შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესსისლავა ივანოვასთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს და განსაკუთრებული ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას.

ბულგარეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.