​საზღვარგარეთ საქართველოს კონსულები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

14.12.2018 თბილისი - საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე შეხვდა საზღვარგარეთ საქართველოს კონსულებს.

შეხვედრაზე შეჯამდა 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კონსულების წინაშე მდგარ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს. მინისტრის მოადგილემ კონსულებს გააცნო სამინისტროს მომავალი ხედვა თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს საკონსულო საქმიანობის ეფექტურობა.