​უკრაინაში საქართველოს საელჩომ დედა ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლა

 17.04.2019 უკრაინა-  უკრაინაში საქართველოს საელჩომ ტრადიციულად უმასპინძლა დედა ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
 
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა  ქართული ანბანის ისტორიისა და განვითარების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა მშობლიური ენის დაცვის მნიშვნელობას.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრული დამწერლობის კონკურსი.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოზარდები.