​ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

08.04.2019 კიტო - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ეკვადორის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ეკვადორში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

მინისტრის მოადგილემ ეკვადორში მცხოვრებ ქართველებს ინფორმაცია მიაწოდა მისი ვიზიტის, ქ. კიტოში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყენებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ეკვადორის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) ერთად, ხელი შეუწყოს კიტოში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში.