​ვახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

12.03.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პატრიკ ფრანცენს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მიესალმნენ ქვეყნებს შორის პოზიტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ დინამიკას და აღნიშნეს ამ სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას. 

საქართველოსა და შვეიცარიას შორის დინამიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მხარეებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობა. 

ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიელ დიპლომატს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.