,,ჩვენი დიპლომატების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების უკეთ გამოყენება" - დავით ზალკალიანი

19.12.2018 თბილისი - 19 დეკემბერს ელჩების კონფერენცია 2018 - ის ფარგლებში, ქართული დიპლომატიური კორპუსის  და ბიზნეს წრეების წარმოადგენლების შეხვედრა გაიმართა.
 
ღონისძიებაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა  და “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” (EUGBC) ორგანიზებით  განხორციელდა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა და ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და უცხოელ პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონოური კავშირების განვითარების შესაძლებლობებზე და ამ კუთხით  თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მიმართეს.
  
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ქვეყნის საქართველოს მთავრობის პროგრამაზე -“თავისუფლება, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება”  ისაუბრა და ხაზი გაუსვა  მის განხორცილებაში ეკონომიკური დიპლომატიის და დიპლომატიური კორპუსის მნიშვნელოვან როლს. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ უნიკალურ შესაძლებლოებზე, რომელსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და კერძოდ კი ევროკავშრირთან ასოცირების შეთანხმება იძლევა: “ეკონომიკური დიპლომატია და მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთოებები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის პროგრამა, რომლის სახელწოდებაა “თავისუფლება, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება” გულისხმობს იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ, ახალი ინოვაციური პროექტების დაფუძნებისაკენ და საქართველოს მნიშნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტურად გამოყენებისკენ. ჩვენი დიპლომატების მთავარი მიზანია, რომ გაზარდონ საქართველოში არსებული  ხელსაყრელი გარემოთი ბიზნესის ინტერესი, რაც ჩვენი ეკონომიკის ჯანსაღი განვითარების ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ამაში ჩვენს ურთიერთთანამშრომლობასა და მჭიდრო კოორდინაციას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნეს წრეებთან და გვაქვს პრაქტიკული თანაშრომლობის კონკრეტული შედეგები”, - აღნიშნა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს  მჭიდრო თანამშრომლობაზე ეკონომუკური მიმართულებით და სხვა რიგ ქვეყნებთან, მათ შორის ხაზი გაუსვა ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხემბას და ამ მიმართულებით ინდოეთთან და აშშ-თან აქტიურ მუშაობას. 
 
შეხვედაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში პირველად გაიმართა 70-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და 80-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.