100 წლის წინ საქართველოსა და რუმინეთს შორის პირველი დიპლომატიური კავშირები დამყარდა

ზუსტად 100 წლის წინ, საქართველოსა და რუმინეთს შორის, პირველი დიპლომატიური კავშირები დამყარდა.

ბუქარესტის ცენტრში, სასტუმრო “Majestic”-ის კედელზე განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომელიც გვამცნობს რომ 1919 წელს აქ განთავსებული იყო საქართველოს დიპლომატიური მისია რუმინეთში.

ბუქარესტში მისიის ხელმძღვანელად მივლენილ იქნა სოსიპატრე ასათიანი, მდივნად - ანატონ კარპოვიჩი, ხოლო სამხედრო ატაშედ - მიხეილ ფაღავა.