26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა.

თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ,  გამართა ამ დღისათვის მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ქვეყნის მთავრობის, ავსტრალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღების პარალელურად, მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა. სპეცილურად მოწყობილ კუთხეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სამზარეულო, ასევე სუვენირები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო ბროშურები.