SIDA-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა შვედეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას

4.11.2019 შვედეთი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალურ მდივანთან კარინ იეტმინთან ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მეშვეობით დემოკრატიის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიდმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთის.  
 
 
დადებითი  შეფასება მიეცა შვედთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის პრეზიდნეტის  პიტერ ერიქსონის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საქართველოში, რომლის დროსაც მაღალ დონეზე იქნა განხილული SIDA-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებიდადბითად შეფასდა ასევე 2014-2020 წლების თანამშრომლობის გეგმის იმპლემენტაციის საკითხები.
 
აღსანინავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია საქართველოსთან მრავალი წელია თანამრომლობს და მიმდინარე პერიოდში 25-მდე პროექტს ახორიელებს ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, მდგრადი ნვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა SIDA- გენერალურ მდივანთან შეხვედრა შვედეის სამეფოში  ვიზიტის ფარგლებში გამართა, რომელიც .. 3-6 ნოემბერს იმართება. ​