საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კოპენჰაგენში განხოციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2015 წლის 14 და 15 თებერვალს კოპენჰაგენში, დანია, მდებარე კაფესა და სინაგოგაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად თანაუგრძნობს  თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაჭრილი ადამიანების ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს  დანიის მთავრობასა და დანიელ ხალხს.
 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ  ბრძოლაში.
 
თბილისი, 2015 წლის 16 თებერვალი